Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სახალხო დამცველი: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა საფრთხის ქვეშ იმყოფება

კატეგორია: დევნილები 
2014-04-11

სახალხო დამცველი რუსული თვითმფრინავის მიერ საჰერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს რომ მოსახლეობა საფრთხის ქვეშ იმყოფება. მისივე განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

"სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მოსახლეობას შეხვდა, რა დროსაც, სოფელს დაბალ სიმაღლეზე, ნელი ტემპით თვითმფრინავმა გადაუფრინა.

ადგილობრივების ცნობით, მოსახლეობა კვლავ საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც ძირითადად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გრძელდება მოსახლეობის დაკავება რუსი მესაზღვრეების მიერ. მსგავსი ინციდენტები მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს, რომელთა გადაჭრაც მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი  მიიჩნევს, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები გალში, ინციდენტების პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმის აღსადგენად, რაც ხელს შეუწყობს  სიტუაციის განმუხტვასა და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას.

 

 

წყარო 

ტეგები: სახალხო დამცველი მოსახლეობა საფრთხე კონფლიქტის ზონა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker