Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2014-04-17

პროგრამას „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება და რეგიონების ქართული ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება.

პროექტის მონაწილე ქართული ენის სერტიფიცირებული მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი ანაზღაურება ყოველთვიურად 1,000 ლარს შეადგენს.

პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მასწავლებლები ქართულ ენაში ამზადებენ სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს, ასევე ქართული ენის შესწავლის მსურველებს. მასწავლებლების პასუხისმგებლობაა, ასევე, სკოლაში ქართული ენის კლუბის შექმნა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, ქართული ენის საღამოების, კონკურსების მოწყობა, სადაც მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად ჩართული არიან მშობლებიც.

წყარო 

ტეგები: ეროვნული უმცირესობები პედაგოგები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker