Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ვიზიტი სამეგრელოში დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა პრობლემების გამოსავლენად

კატეგორია: დევნილები 
2014-04-17

2014 წლის 15-16 აპრილს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები გასვლითი ვიზიტით იმყოფებოდნენ სამეგრელოს რეგიონში და მოინახულეს სოფელ რუხში, განმუხურში, ახალ აბასთუმანში,  რიყესა და ტყაიაში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები.


ვიზიტის მიზანი იყო განსაკუთრებული პრობლემური შემთხვევების გამოვლენა და შესწავლა ,,ერთი ფანჯრის” პრონციპის საკონსულტაციო შეხვედრისთვის, რომელიც გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე წლის მაისის თვეში.


აღნიშნულ შეხვედრაშე მოწვეულნი იქნებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლთა კომპეტენციაშიც შედის გადაჭრის გზების მოძიება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მათ დასახმარებლად.

ვიზიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ კომპაქტურ ცენტრში ძალზე მძიმე საცხოვრებელი პირობებია, ამას ემატება დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვრისპირა სოფლებამდე მისასვლელი დაზიანებული გზა, რის გამოც ტრანსპორტი ცუდად მოძრაობს  და უჭირთ რაიონულ ცენტრტან კომუნიკაცია. ეს პრობლემა თავის მხრივ ქმნის კიდევ ერთ ბარიერს მიიღონ ინფორმაცია და სრულად ისარგებლონ ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისით.


ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას. საუბარი გაიმართა პროექტის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს  დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას.

ვიზიტი განხორციელდა პროექტის - ,,ქალები თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში”- ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.


წყარო: პორტალი GINSC

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker