Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დევნილთა კოტეჯებში იატაკი ჩაინგრა

გოგა აფციაური
კატეგორია: დევნილები 
2014-04-23

კარალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებში ათეულობით კოტეჯს იატაკი ჩაენგრა. იძულებით გადაადგილებული პირები დახმარებას ითხოვენ. მარტოხელა მოხუცი იულია ბერუაშვილი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. დაახლოებით ერთი წლის წინ მისი კოტეჯის საძინებელში იატაკმა ჯერ დაიწია, შემდეგ კი მთლიანად ჩაინგრა.
 

ანალოგიური პრობლემა არაერთ დევნილს აწუხებს. ბოლო 6 წლის განმავლობაში კოტეჯები სამჯერ შეაკეთეს, მაგრამ კედლებზე ნესტის კვალი ახლაც ჩანს. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მთავრობამ მშენებლობა ზამთარში ნაჩქარევად დაასრულა - მაშინვე ხის სველი მასალა დააგო. ამას ისიც დაემატა, რომ კარალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებები ჭაობიან ადგილებში გაშენდა.
 

დევნილთა ნაწილმა პრობლემის მოგვარება საკუთარი ფინანსებით დაიწყო - მთლიანად ამოყარა იატაკი, ცარიელ სივრცეში ბეტონი ჩაასხა და შემდეგ ახალი მასალა  დააგო, მაგრამ ყველა დევნილს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია და მთავრობის დახმარებას ელოდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე სამშენებლო ხარვეზების შესახებ თვითონაც ლაპარაკობს და აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს.
 

სკრის დევნილთა დასახლებაში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა. იქ ომის შემდეგ  აშენებული საერთო აბანოც უფუნქციოდ არის დარჩენილი. იძულებით გადაადგილებული პირები როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარებას სთხოვენ.


წყარო 

ტეგები: კარალეთი დევნილთა დასახლება იძულებით გადაადგილებული პირები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker