Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თბილისში დევნილების დაკავებული შენობებიდან გამოყვანა ფართებით დაკმაყოფილებამდე არ მოხდება

კატეგორია: დევნილები 
2014-04-28

თბილისში დევნილების დაკავებული შენობებიდან გამოყვანა მათი ფართებით დაკმაყოფილებამდე არ მოხდება. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, დევნილების გამოსახლების პროცესს კანონი არეგულირებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2013 წლის აგვისტოში მიღებული ნორმატიული აქტი ადგენს კრიტერიუმებს, რომელიც საზღვრავს დევნილების ფართით დაკმაყოფილების რიგითობას. მათი ცნობით, აპლიკაციის შევსებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მოქალაქეს ენიჭება შესაბამისი ქულა, რომლის შემდგომაც დამისამართების მიხედვით დევნილების ფართებით დაკმაყოფილება ხდება. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 100 ათასი დევნილია, საქართველოს მასშტაბით კი მხოლოდ 2 ათასი დევნილის ფართით დაკმაყოფილება შეძლეს. მწვავე პრობლემა ამ დროისთვის 30 ათასამდე დევნილს უდგას, რომელთა დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება.

 

მათი განცხადებით, 107 მილიონიანი პროექტი, რომელიც 22 სართულიანი 8 კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, დაახლოებით 2 წელიწადში შევა სრულად ექსპლუატაციაში. რაც შეეხება იმ ფართებს, სადაც დევნილები ცხოვრობენ და ფართი ინვესტორის კუთვნილებაა, დევნილთა სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის და მათი ფართებით დაკმაყოფილებამდე ოჯახების გამოსახლებას არ აპირებს

 

 

წყარო 

ტეგები: დევნილები განსახლების სამინისტრო დამისამართება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker