"რამდენიმე თვეა, ვითხოვთ დახმარებას და ჩვენს გაჭირვებას საშველი არ დაადგა, ჩვენი კორპუსი უწყლოდ არის დარჩენილი. "წყალკანალში" მიზეზად წყლის მილების შეცვლას ასახელებენ. უმძიმეს პირობებში ვართ”, - განაცხადეს ადგილობრივებმა.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ჯუმბერ ლაშქარავა კი აცხადებს, რომ სენაკში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები არჩევნების შემდეგ დაიწყება.