Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მოხვდებიან თუ არა თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები პარტიულ სიებში

მანო ტოგონიძე
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2014-05-02

საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.


არჩენებამდე თვენახევრით ადრე პარტიულ სიებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.


„Mediamall.ge” დაინტერესდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ექნებათ თუ არა სიაში ადგილი და მიმდინარეობს თუ არა მათთან მოლაპარაკებები.


პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აუცილებლად მოხვდებიან, თუმცა რა რაოდენობით, ამის დაზუსტება უჭირთ.


მათი ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში იქნებიან წარდგენილი სწორედ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიი და მათი ვინაობა პარტიულ სიაზე მუშაობის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.


საინტერესოა, რა ხდება ამ კუთხით თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და მოხვდებიან თუ არა ისინი სიებში.


Mediamall.ge სომხური, რუსული და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელებს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, აწარმოებენ თუ არა პარტიები მათთან მოლაპარაკებებს ამ კუთხით.


ალა ბეჟენცევა (რუსული თემის წარმომადგენელი): არჩევნებთან დაკავშირებით საერთოდ არავინ დაგვკავშირებია, ეს არის სხვათაშორის პირველი შემთხვევა, წინა წლებში უფრო აქტიურობა იყო, ახლა კი საერთოდ არავინ გამოჩენილა.

 

 

არნო სტეფანიანი (სომხური თემის წარმომადგენელი): ჩემი ინფორმაციით, თუმცა სრულყოფილი არ არის, რამდენიმე პოლიტიკური პარტია ატარებს შეხვედრებს სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობათა ლიდერებთან, ძირითადად საუბარია აზერბაიჯანელებზე და სომხებზე. შეხვედრები ტარდება თბილისში, სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში , არ გამოვრიცხავთ, რომ კახეთშიც იქნებიან წარმოდგენილნი სიებში, საუბარია ლაგოდეხის რაიონზე და საგარეჯოზე. რაც შეეხება, თუ რომელი პარტიებია ესენი, ჩვენ ვიცით, რომ არიან „ქართული ოცნება“, „ნაციონალები“, ბურჯანაძის პარტია და კუკავას პარტია. ამ ინტერესიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ თბილისიდანაც მოხვდნენ სიებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელები.

 

 

ზაურ ხალილოვი ( აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი): მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეთნიკური უმცირესობის არცერთი წარმომადგენელი სიაში არა არის. თუმცა ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებები დაწყებული, მინიმუმ დიდ ეთნიკურ ჯგუფებთან მაინც. რაც შეეხება წინა წლებს, ადრე იყო, წინა წელს აღარ ყოფილა, წელსაც ალბათ არ იქნებიან. არაოფიციალური ინფორმაციით, იყო საუბარი და ჩვენ ვიყავით თანახმა, ყოფილიყო თუნდაც რომელიმე ნეიტრალური ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და არა სომეხი ან აზერბაიჯანელი, თუმცა მაგაზეც ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. რეგიონებში ვიცი, რომ აპირებენ მაჟორიტარებს, თუმცა სიებში პრაქტიკულად არ არიან. ეს შეეხება „ქართულ ოცნებას“ , სხვა პოლიტიკურ პარტიებზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. იმათზე ვიცი, რომ ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტიათ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლები შანსები აქვთ გამარჯვების, შეეცდებიან მაქსიმალურად თვითონ მოხვდნენ სიაში. როგორც ვიცი, შტაბის უფროსებიც კი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არ არიან, მაგალითად, გარდაბანში. მე ველოდები ოფიციალურ დასკვნებს და შემდეგ სერიოზულად ვიმსჯელებთ და ვესაუბრებით პარტიებს, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ამ სიაში ეთნიკური უმცირესობები.

 

ვინ დარჩება პოლიტიკური სიების მიღმა და ვინ და რომელ ადგილზე მოხვდება სიაში, ამას საზოგადოება დაახლოებთ 2 კვირის შემდგომ შეიტყობს, სწორედ ეს ვადა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს სიებზე მუშაობის დასასრულებლად.

 

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მორიგი არჩევნები 15 ივნისს ჩატარდება, რომლის შედეგად 71 საკრებულო - საერთო რაოდენობით 2,088 საკრებულოს წევრი, 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი იქნება არჩეული.

 

 

წყარო 

ტეგები: პოლიტიკა პარტიები ეთნიკური უმცირესობები საქართველო თვითმმართველობა არჩევნები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker