ქედის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გააუპატიურეს. ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. შსს-ს გამოძიება დაწყებულია 138-ე მუხლის, მეოთხე ნაწილის „გ“ პუნქტით, რაც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი 14 წლამდე გოგონაა. „დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდება დღეს. მოწმის სახით, ამ დროისთვის ერთ-ერთი მამაკაცი იკითხება“- აცხადებენ პრესსამსახურში.