Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პოლიციის ახალწვეული ქალები იძულებულნი არიან ქალწულობის ტესტი ჩაიტარონ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2014-11-18

ქალებს, რომლებსაც ინდონეზიის ეროვნულ პოლიციაში შეაქვთ განაცხადი, ქალწულობის ტესტი უტარდებათ. ტესტს ქალები აღწერენ, როგორც ”მტკივნეულს და ტრავმის გამომწვევს”.

 

მართალია პოლიციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს პრაქტიკა გაუქმებულია, Human Rights Watch ამტკიცებს, რომ ინდონეზიის ექვს ქალაქში ესაუბრა პოლიციის ოფიცერ და ახალწვეულ ქალებს, რომლებსაც აღნიშნული დისკრიმინაციული ტექტი ჩაუტარდათ, ამასთან ორ მათგანს 2014 წელს.

 

როგორც პოლიციის მაღალჩინოსანმა ორმა ქალმა Human Rights Watch-თან საუბარში განაცხადა, აღნიშნული პრაქტიკა ფიზიკური შემოწმების ნაწილს წარმოადგენს და საქალწულე აპკის მთლიანობის დასადგენად ტარდება. თუმცა, ინდონეზიის პოლიციის პრეს-სპიკერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ პოლიციაში მიღებისას, ქალებსა და მამაკაცებს უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები, მათ შორის რეპროდუქციულ ორგანოებზეც, მაგრამ ეს არ არის ქალწულობის ტესტი.

 

თუმცა ინდონეზიის პოლიციის ვაკანსიების ვებსაიტზე ნათქვამია: ”ქალებმა, რომლებსაც პოლიციელობა სურთ, ქალწულობა უნდა შეინახონ”.
პოლიციაში მუშაობა გათხოვილ ქალებსაც ეკრძალებათ.

 

Human Rights Watch აცხადებს, რომ ეს პრაქტიკა ”დამამცირებელია ქალებისთვის” და მოუწოდებს პოლიციის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ გააუქმოს ტესტი და უზრუნველყოს მისი გამოყენების შეწყვეტა ქვეყნის მასშტაბით.

წყარო 

ტეგები: ინდონეზია პოლიცია ქალწულობის ტესტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker