Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ გოგონაზე ფსიქოლოგიური ძალადობა გრძელდება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2014-11-19

12 წლის გოგონა მშობელმა ისევ იმ სკოლაში დააბრუნა, სადაც მასზე სექსუალურად მოძალადე ბიჭები სწავლობენ. ოჯახი სოციალურ მუშაკებს ამ დრომდე არ აძლევს ძალადობის მსხვერპლთან შეხვედრის საშუალებას. სოციალურმა სამსახურმა ხელშეშლის შესახებ პოლიციას წერილობით ერთი კვირის წინ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა სკოლაში ბავშვის დაბრუნების შესახებ დედის გადაწყვეტილებას, მსხვერპლის უფლებების უხეშ დარღვევად და მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობად აფასებს.

- ქალბატონო მაია, როგორ შეაფასებთ მე-7 კლასელი ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობას, რომელიც გახდა სექსუალური ძალადობის და თანატოლების დაცინვის მსხვერპლი და დღეს უკვე სკოლაში მიიყვანა ოჯახმა?


- პირველ რიგში, საგანგაშოა რომ ეს ინციდენტი გახმაურდა. ამ დროს ყველა ადამიანმა, ვინც იცის ამბავი, კონფიდენციალობა უნდა დაიცვას. ეს იქნება სკოლის პედაგოგი, მშობელი, სამართალდამცავი, ჟურნალისტი თუ სხვა. ძალიან უხეშად არის დარღვეული ბავშვის უფლებები, გაცემულია პერსონალური ინფორმაცია და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, რომლებმაც ამ ფაქტის გახმაურებას ხელი შეუწყეს. ერთია მატრავმირებელი მოვლენა, რაც ამ გოგონამ გადაიტანა და არანაკლებ მძიმეა შედეგი - ფაქტის გახმაურების შედეგად რაც დადგა.


ძალიან რთულია იმის თქმა, ახლა ბავშვი ფსიქოლოგიურად რა მდგომარეობაშია. ეს არის საკმაოდ ძლიერი ტრავმა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ტოვებს ადამიანზე ძალიან სერიოზულ დაღს. ეს არის გამოხატული როგორც ფიზიკურ ტკივილში, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაში და სოციალურ ფუნქციონირებაში. სამივე დონეზე ეს ტრავმა პრობლემას უქმნის ადამიანს. შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს ჩარევა არა ისე, როგორც მოხდა, რომ დედა დაბრუნდა და ბავშვი აიძულა სკოლაში მისულიყო, ესეც ბავშვის უფლების დარღვევაა. მას უნდა ჰკითხო, მითუმეტეს როცა მსხვერპლია და ეს ამბავი გახმაურებულია. ასე უფრო ძალიან მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, რომ გახდეს ბულინგის მსხვერპლი (დაშინება ფიზიკურ- ფსიქოლოგიური დევნის მიზნით გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიშით მორჩილება), იზოლირებული. მსხვერპლი არასოდეს არ არის დამნაშავე იმაში, რომ მასზე ძალადობდნენ. ყოველთვის რა რეაქციებიც მოჰყვება ხოლმე მსხვერპლისადმი დამოკიდებულებას, პირველი არის მისი დადანაშაულება. ერთი - გახმაურება, მეორე - დადანაშაულება. ამიტომ დედას აუცილებლად ესაჭიროება კვალიფიციური სპეციალისტის რეკომენდაცია, როგორ დაეხმაროს ბავშვს და გოგონას აუცილებლად სჭირდება სპეციალისტის ჩარევა.


ეს შემთხვევა გვაჩვენებს, რომ სკოლას არ გააჩნია არანაირი მექანიზმი, არანაირი ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა. გასაგებია, რომ ეს არ ხდებოდა სასკოლო სივრცეში, მაგრამ ეს ბავშვები ხომ ამ სკოლაში სწავლობენ. ეს არის კრიზისი სკოლაში, რომლის მართვას სკოლა ვერ ახერხებს, პირიქით, მეტ პრობლემას უქმნის ბავშვს იმით, რომ გახმაურდა ეს ამბავი.


- ოჯახი როგორ უნდა მოქცეულიყო, ბავშვი არ უნდა მიეყვანათ სკოლაში?


- რაც ახლა მშობელმა გააკეთა, ჭრილობაზე ახალი ჭრილობა მიაყენა. გახმაურებული რომ არ ყოფილიყო, მაინც არ შეიძლებოდა, რადგან ის მოძალადეები ისევ იმ სივრცეში რჩებიან. ამას სჭირდება შეხვედრა, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის კარგად დანახვა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ის, რომ გოგონა იგივე სკოლაში არ უნდა დაბრუნებულიყო, სადაც მოძალადეები და ის ბავშვები არიან, ვინც ამ ამბის შესახებ იციან, ცხადია. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი დარღვევა.


- სოციალურმა მუშაკებმა ბავშვთან შეხვედრა ამ დრომდე ვერ მოახერხებს, რადგან ოჯახი უარს ამბობს. რა უნდა გააკეთონ სახელმწიფო სამსახურებმა?


- როგორღაც უნდა მოახერხონ სოციალურმა მუშაკებმა და უნდა შეხვდნენ ბავშვს. ადამიანს სერიოზული ზიანი მიადგა, აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია და სოცმუშაკმა მშობელს უნდა გააგებინოს, რომ ეს დამოკიდებულება – „ბავშვი ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამ“, მითუმეტეს, როცა ასეთი სერიოზული ტრავმის ქვეშაა, არასწორია. ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს, შეიძლება გულგრილობაზეც. მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვი მისი საკუთრება არ არის. ეს შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია, რამდენად უძლურები ვართ ასეთი კრიზისების მოგვარებაში, სკოლა რამდენად უძლურია, ოჯახი რამდენად არაინფორმირებულია, სოციალური მომსახურების სააგენტო და პოლიცია რამდენად არაეფექტურად მუშაობენ.


კახეთში 12 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია 12 ნოემბერს გავრცელდა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა სიუჟეტები მსხვერპლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით მოამზადეს. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, მე–7 კლასელი გოგონას გაუპატიურებაში, ამავე სკოლის მე–8 კლასის ორი მოსწავლე ბიჭის ბრალეულობა გამოიკვეთა. გოგონას ჩვენების მიხედვით, მოძალადეები მას ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ და ორი თვის განმავლობაში მასზე ძალადობდნენ, თანატოლები კი სკოლაში დასცინოდნენ. არსებული ინფორმაციით, მოძალადეებს გოგონა გაკვეთილიდანაც გაუყვანიათ. ექსპერტიზამ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. მოძალადეთაგან ერთ–ერთი ბიჭი 14 წლის არის, მეორე კი 13 წლის. ამჟამად ისინი სკოლაში არ დადიან.


მოქმედი კანონმდებლობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მოსწავლეთა მშობლები მოძალადე ბავშვების სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ, დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრები კი მათი დაუსჯელობის შემთხვევაში ანგარიშსწორებით იმუქრებიან. სოფლის რწმუნებული მოძალადეთა ოჯახების სოფლიდან გასახლებას ითხოვს.


წყარო 

ტეგები: სექსუალური ძალადობა ფსიქოლოგიური ძალადობა სოციალურ მუშაკები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker