Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შს სამინისტრომ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსია წარადგინა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2014-11-21

სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია”-ში ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. დოკუმენტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ლევან იზორიამ წარადგინა.

 

დოკუმენტის წარდგენისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მხოლოდ პოლიციური რესურსებით ძალადობასთან და კრიმინალთან ბრძოლა საკმარის ძალისხმევას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ძალადობის წარმოშობის ფაქტორებისა და პირობების ანალიზი, ყურადღების გამახვილება მის შემცირებაზე, საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღებაზე ზრუნვა და შესაბამისი სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება; აუცილებელია ძალადობის პრევენციისა და მართვის არსებული მექანიზმების შეფასება. მათი ეფექტიანობის გაზრდა და ახალი მექანიზმების დანერგვა.


ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის და შესაბამისი განხილვების მოწყობის გზით, დაიხვეწება დოკუმენტის სამუშაო ვერსია და სამომავლოდ შეიქმნება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.
ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის მიზანს გრძელვადიანი პერსპექტივით შესაბამისი მიმართულების განსაზღვრა წარმოადგენს.

 


სტრატეგია სახელმწიფოს მზაობის გამოხატულებაა უპასუხოს გამოწვევებს, რომელბიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და მოახდინოს ძალადობის პრევენცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტის მონაწილეობით.ძალადობის პრევენციის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ძალადობის ფაქტების შემცირება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, ძალადობისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

 

სტრატეგიამ მოიცვა ძალადობის პრევენციის ყველა ის მიმართულება, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია: ოჯახში ძალადობის, სკოლაში და ქუჩაში ძალადობის პრევენცია შესაბამისი მექანიზმებით. ესენია სამოქალაქო განათლების (დემოკრატიის სწავლება და დამოკიდებულების პრობლემის მავნე შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება), მედიაციისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონკრეტული პრევენციული მექანიზმები.

 

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: სტრატეგია ძალადობა პრევენცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker