Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრეფიკინგში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-02-02

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანით ვაჭრობისთვის ბრალდებულს ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნასიბახონ აბდულლაევას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


ნასიბახონ აბდულლაევას ბრალი ედებოდა ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, მათ შორის  არასრულწლოვანის მიმართ ტრეფიკინგის განხორციელებაში.


"აბდულლაევამ 2013 წლის აპრილში, მაღალანაზღაურებად  სამსახურში დასაქმების დაპირებით, ყირგიზეთიდან ქ.ბათუმში ჩამოიყვანა არასრულწლოვანი უ.ა, რომელსაც ჩამოართვა პასპორტი,  შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით და ძალადობით ახორციელებდა დაზარალებულის სექსუალურ ექსპლუატაციას",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

31 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ  არასრულწლოვანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ნასიბახონ აბდულლაევა  მთლიანად ცნო დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის  „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ  14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


წყარო 

ტეგები: ტრეფიკინგი არასრულწლოვანი საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker