Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა მარნეულში აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა გააცნეს

Категория: Национальные меньшинства 
2015-03-13

შსს-ს აკადემიის უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის უფროსი მამუკა ქოიავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის ჯგუფის კოორდინატორი მაია გაბუნია, მარნეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტებს შეხვდნენ და შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა და 1+4 პროგრამა გააცნეს.


შეხვედრას ადგილობრივი სკოლების 100-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს წარუდგენა პრეზენტაცია თემაზე „შსს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა“, რის შემდეგ აბიტურიენტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.


შსს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის  მიცემას და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას სტუდენტებისათვის. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო  სფეროსათვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს აკადემიაში. 4 წლიან სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და გამოჩენილი სპეციალისტები სამართლის სფეროში, რომლებიც უახლესი მეთოდების და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით სტუდენტებს შეასწავლიან სამართლის სხვადასხვა დარგებს.

 


Источник 

Тэги: სტუდენტები საჯარო სკოლა შშს აკადემია საბაკალავრო პროგრამა მარნეული

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker