Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

11 წლის გოგონა ესპანეთში მშობლებმა ფულის სანაცვლოდ გაათხოვეს

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-05-28

11 წლის ესპანელი გოგონა, რომელიც მშობლებმა 17 000 ევროდ გაყიდეს და იძულებითი ქორწინების პირობებში მუდმივი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო,  პოლიციამ იხსნა.

პოლიციამ ორი „დამოყვრებული“ ოჯახის ხუთი წევრი დააკავა ტრეფიკინგის, სექსუალური ძალადობისა და შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წლის მაისში გაირკვა, რომ მშობლებმა არასრულწლოვანი 17 000 ევროდ გაათხოვეს რუმინეთში.

გოგონა, რომელიც მშობლებთან ერთად სამხრეთ სევილიაში ცხოვრობდა, ვალადოლიდში ქმრის ოჯახში ჩასვლისთანავე ძალადობის მსხვერპლად იქცა.

სამართალდამცავების თქმით, გოგონას მუდმივად შურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ და აიძულებდნენ მომავალ ქმართან ჰქონოდა სექსი. ამას გარდა, ყურძენსა და პომიდორსაც აკრეფინებდნენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

გოგონა საშველად დედამისსაც ურეკავდა ხოლმე, მაგრამ ოჯახი, რომელსაც მიჰყიდეს დამატებით 10 000 ევროს ითხოვდა სანაცვლოდ.

მას შემდეგ კი რაც იმ ოჯახმა შამჩნია, რომ პოლიციის მონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა, გოგონა სევილიისკენ მიმავალ ავტობუსზე დასვა და მშობლებთან დააბრუნა.

პოლიციას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, გოგონას მშობლებიც დააკავეს.

გასულ თვეში პოლიციამ რუმინელი მამაც დააკავა, რომელიც საკუთარ ერთი კვირის ქალიშვილს 5 000 ევროდ ყიდდა. ახალშობილი მშობლებს ჩამოართვეს და ახლა ის მინდობით აღზრდაშია.

 


წყარო 

ტეგები: იძულებითი ქორწინება სექსუალური ძალადობა შრომითი ექსპლუატაცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker