Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით მოსარგებლე შესაძლოა პასუხისგებისგან გათავისუფლდეს

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-07-01

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა კანონპროექტით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით მოსარგებლე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება, თუ  ის სამართალდამცავ ორგანოებთან გამოძიების დაწყებამდე ითანამშრომლებს.

 

საქართველოს მთავრობა, რომელიც პროექტის ინიციატორია, აცხადებს, რომ კანონპროექტით, სს კოდექსის 143-ე ტერცია მუხლს შემდეგი შინაარსის შენიშვნა დაემატება:

 

„პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისგან, თუ მან ამის თაობაზე გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ნებაყოფლობით მიაწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები".

 

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით სარგებლობის შეტყობინების წახალისებაა, რათა, ერთ მხრივ დანაშაულთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი იყოს, მეორე მხრივ კი ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში საზოგადოებასა და სამართალმდამცავ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს.

 

ინიციატორების თქმით, კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის მესამე პროგრესანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციებია, რომელთა თანახმადაც, საქართველომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით სარგებლობასთან ბრძოლა უფრო ეფექტიანად უნდა წარმართოს.

 

მეორე მხრივ, განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებათა ინიცირების მიზეზია საქართველოს სს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გაეროს ორგანიზაციის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ბიუროს მიერ მომზადებულ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოდელურ კანონთან, რომლის თანახმად, მიზანშეწონილია, რომ ტრეფიკინგთან ეფექტიანად ბრძოლის მიზნით სახელმწიფოებმა წაახალისონ სამართალდამცავ სტრუქტურებში ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევების შეტყობინება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების შესაძლებლობით.

 

 

წყარო 

ტეგები: კანონპროექტი ტრეფიკინგი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker