Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შსს: უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ტრეფიკინგის ბრალდებით გონიოში დააკავეს

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-07-02

უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული დილრაბო ა. ტრეფიკინგის ბრალდებით, ბათუმში, გონიოს დასახლებაში დააკავეს, - ინფორმაცია ამის შესახებ შსს ავრცელებს.

 

შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა 2013 წლის 4 აგვისტოს უზბეკეთის რესპუბლიკიდან ბათუმში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოტყუებით ჩამოიყვანა 1984 წელს დაბადებული უკადდამ ტ. და გონიოს დასახლებაში ნაქირავებ ბინაში მოათავსა. შემდეგ უკანონოდ მიითვისა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და შანტაჟით, იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში.

 

„დილრაბო ა. უკადდამ ტ-ს მიერ პროსტიტუციის შედეგად გამომუშავებულ თანხას 2013 წლის 7 ნოემბრამდე ითვისებდა, რაც დაზარალებულის განცხადებით, 10 000 დოლარამდე თანხას მოიცავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულს და დაზარალებულს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ. ამავე დროს, დაზარალებული ბათუმში ცხოვრებას განაგრძობდა.

 

სამართალდამცველებისთვის ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტის შესახებ 2015 წლის დასაწყისში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი და ასევე დადგინდა, რომ ამა წლის თებერვალში დილრაბო ა-მ უკადდამ ტ-ს სიტყვიერი მუქარის მეშვეობით კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხა, ვითომდა ძველი ვალის დაბრუნების მოტივით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

გამოძიება დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker