Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ევროპაში მიგრირებული აფრიკელი ქალების მძიმე ხვედრი

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-07-20

აფრიკელ მიგრანტებს შორის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში გადადიან, ბევრი ორსული ან ბავშვიანი ქალია. კითხვაზე, თუ რა არის ამის მიზეზი, პასუხი ასეთია – მათ ევროპაში უსაფრთხოდ სურთ მშობიარობა.

 

თუმცა თუ კარგად გამოიკვლევ, აღმოჩნდება, რომ მიზეზი სხვაა: ეს ორსული ქალები შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ სუბსაჰარული აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალ გრძელ გზაზე, რომელიც ზოგჯერ წლობითაც გრძელდება.

 

„სექსი ფულის სანაცვლო საზღაურია, რომელსაც სასაზღვრო დაცვას ან პოლიციას უხდიან“, ამბობს ენკარნასიონ მარკესი, სოციალური მუშაკი ესპანეთის სამხრეთი სანაპიროდან, ალხესირასიდან. „ზოგიერთი მიგრანტი სექსით ტრაფიკიორებს ევროპაში გადასვლის საზღაურს უხდის. ეს არის ტრაგედია, რომელზეც არავინ საუბრობს.“

 

სუბსაჰარული აფრიკიდან ევროპაში მოგზაურობისას კონტრაცეფცია ხელმისაწვდომი არ არის. ხშირია არალეგალური აბორტები. ძალადობა არც ევროპაში ჩასვლის შემდეგ მთავრდება. ათასობით აფრიკელ ქალს ევროპაში ჩასვლისას სექს–მონებად ყიდიან.

 

 

მარკესის თქმით, მათ ხშირად აიძულებენ მთელი ანაზღაურება ტრეფიკიორებს  მისცენ, რათა აფრიკიდან ევროპაში მგზავრობის ხარჯები აანაზღაურონ.
„ეს ქალები ძირითადად აფრიკის სოფლებიდან მოჰყავთ და მათ არაფერი იციან საერთაშორისო მგზავრობის შესახებ,“ ამბობს როსიო მორა, ესპანელი იურისტი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია APRAMP–ში მუშაობს. „მათ არ იციან, რომ პასპორტები კრინიმალური ქსელების საშუალებით არ უნდა იყიდონ და რომ მგზავრობა $50 000 არ ღირს. მათ სხვა გზა არ იციან. ეს არის 21–ე საუკუნის მონობა, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება,“ ამბობს მორა.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker