Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო სექსტრეფიკინგის წყაროდ სახელდება

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-07-28

"საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის, ხოლო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის წყარო, ტრანზიტული და დესტინაციის ქვეყანა", - ამის შესახებ, ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქალები და გოგონები როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში სექს-ტრეფიკინგის ობიექტები ხდებიან. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანელი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ქალები საქართველოში კომერციული სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ბათუმის და გონიოს ტერიტორიებზე.

 

"ექსპერტების მონაცემებით, ქალები სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში ხდებიან. ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა ახალგაზრდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალები არიან, რომლებიც სამსახურს ეძებენ. ქართველი მამაკაცები და ქალები კი იძულებით შრომის მსხვერპლი არიან საქართველოში, ასევე თურქეთში, ერაყში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში", - წერია ანგარიშში.

 

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაცია ხდება საქართველოში სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და შიდა სერვისების სფეროში. ამას გარდა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება არ გახდა შესაძლებელი.

 

"საქართველოს მთავრობა სრულად ვერ ასრულებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს. თუმცა, იგი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამისთვის. გამოძიებები, გასამართლებები და მსჯავრის დადების შემთხვევები გაიზარდა. პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას შრომის ინსპექციის შექმნის შესახებ იძულებითი შრომასთან დაკავშირებული პრევენციული ზომების გაძლიერების მიზნით", - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეიმუშავა სტრატეგია ქუჩაში მათხოვრობის წინააღმდეგ სისტემატიური ბრძოლის შესახებ, პოლიციამ კი უარი თქვა იძულებითი მათხოვრობის რამდენიმე შემთხვევის გამოძიებაზე.

 

დოკუმენტი რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა გაიზარდოს სამართალდამცველების საგამოძიებო უნარ-ჩვევები, ასევე უნდა გაიზარდოს მცდელობა ტრეფიკინგში ჩართული ეჭვმიტანილების საქმეების გამოძიებისა და მათი გასამართლების მიზნით და უნდა გაგრძელდეს ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიები.

 

 

წყარო 

ტეგები: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიში ტრეფიკინგი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker