კატეგორია: დევნილები  2015-10-29
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 59-ე შეხვედრა დასრულდა.
დღეს შეხვედრაზე განიხილეს უკანონოდ აღმართული ღობეების, მავთულხლართების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების საკითხი, რაც მოძრაობის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდა ადგილობრივ მოსახლეობას. დღის წესრიგში იდგა ასევე უგზოუკვოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდიანისა და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ბერიას თქმით, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციისგან მიიღეს პირობა, რომ 26 ნოემებრს ჩანიშნულ შეხვედრაზე მიიღებენ მათგან დეტალებს ამ საქმესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დეფაქტო სამხრეთ-ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ტოვებს პოზიციას და მისი შემცვლელის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
წყარო: GIA |