Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ახუთის მოსახლეობისთვის სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება

თორნიკე კოშკაძე
კატეგორია: დევნილები 
2015-11-13

ორგანიზაცია “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის”, ხვალ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთის მოსახლეობისთვის, სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს.

 

როგორც ორგანიზაცია “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის” პრეზიდენტმა დალილა ხორავამ განაცხადა, ჩხოროწყუში 30–კაციანი ჯგუფი ჩავა და სხვადასხვა პროფილის ექიმები 300–მდე ადამიანს ყველა სახის გამოკვლევას ჩაუტარებენ.

 

მისივე თქმით, ადგილობრივებს გამოკვლევები მაღალი დონის აპარატურით ჩაუტარდებათ, რომელსაც ორგანიზაცია ჩხოროწყუში ჩაიტანს. ჯგუფის შემადგენლობაში 12 პროფესორია.

 

დალილა ხორავას თქმით, აქციას ასევე უერთდება მსოფლიოს მშვიდობის ფედერაცია (UPF), რომელიც ადგილობრივებს საჭირო მედიკამენტებს გადასცემს.

 

გარდა ამისა, როგორც “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის”  პრეზიდენტი აცხადებს, ერთობლივ აქციაში მონაწილეობას მიიღებს MSI საქართველო, რომელმაც ორგანიზაციას საინფორმაცია მასალები გადასცა და ის ხვალ 14–დან 16 წლამდე გოგონებს დაურიგდებათ.

 

დალილა ხორავას თქმით, გამოკვლევები ადგილობრივი საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდება.

 

 

წყარო 

ტეგები: სამედიცინო გამოკვლევები ჩხოროწყუ მედიცინა დევნილები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker