Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

4 წლის განმავლობაში 43.200-ჯერ გამაუპატიურეს - 23 წლის გოგონას შემზარავი ისტორია

ქეთა მოსიძე
კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-11-13

23 წლის მექსიკელიმა კარლა იასინტომ CNN-თან ინტერვიუში საკუთარ შემზარავ ისტორიაზე ისაუბრა. გოგონას თქმით, მას შემდეგ რაც ტრეფიკინგის მსხვერპლი განცხადა, ის 43.200-ჯერ გააუპატიურეს.

გოგონას თქმით, ის ადრეულ ასაკშიც არაერთხელ გამხდარა ნათესავების ძალადობის მსხვერპლი. კარლას თქმით, როდესაც 12 წლის იყო, მეხიკოში 22 წლის ბიჭი გაიცნო, რომლმაც მისი ყურადღება ძვირადღირებული საჩუქრებით მიიპყრო. გარკვეული დროის შემდეგ კი მასთან ერთად საცხოვრებლად ტენანსინგოში გადავიდა.

სამთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, მამაკაცმა გოგონას პროსტიტუციაში ჩაბმა მოსთხოვა. კარლას თქმით, 4 წლის განმავლობაში იძულებული იყო ყოველდღიურად დილის 10 საათიდან შუაღამემდე ემუშავა და დღეში საშუალოდ 30 მამაკაცს მომსახურებოდა.

"4 წლის განმავლობაში ყოველ დღე, დილიდან შუაღამემდე 30 მამაკაცს ვემსახურებოდი. ეს ძალადობის 43.200 შემთხვევა გამოდის. ანუ გამოდის, 42.200-ჯერ გამაუპატიურეს" - განაცხადა კარლამ

როდესაც კარლა 13 წლის იყო, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ის მუშაობდა, პოლიციამ რეიდი მოაწყო. მისი თქმით, დარწმუნებული იყო მესაზღვრეები მისი და მასთან ერთად მომუშავე არასრულწლოვნების გადასარჩენად მივიდა, თუმცა პირიქით მოხდა. პოლიციამ მაკომპომანტირებელი ჩანაწერები გააკეთა და გოგონებს მათი ნათესავებისთვის გაგზავნით დაემუქრა.

წყვილი ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა, თუმცა გოგონას მდგოამრეობა უცვლელი რჩებოდა.

15 წლის ასაკში კარალამ ერთ-ერთი სუტენიორისგან გოგონა გააჩინა, თუმცა მისი ნახვა მანამ ვერ მოახერხა, სანამ მას ერთი წელი არ შეუსრულდა. 2008 წელს მექსიკის პოლიციის ერთ-ერთი რეიდის დროს კარლა სექსუალური მონობიდან გათავისუფლდა.

დღეს, 23 წლის მექსიკელი გოგონა ადამინთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ იბრძვის. მონაწილეობს კონფერენციებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში.

„არასრულწლოვნებს ატყუებენ, იტაცებენ ოჯახებიდან. თქვენ არა მხოლოდ უნდა მოისმინოთ ჩემი ისტორია, არამედ გაიგოთ, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რა შემემთხვა მე და არ დაუშვათ მსგავს მდგოამრეობაში სხვაც აღმოჩნდეს“ - აცხადებს კარლა.

 



წყარო 

ტეგები: კარლა იასინტო ტრეფიკინგი პროსტიტუცია მექსიკა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker