Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მოწყალების დები თავს მეძავებად ასაღებენ სექს-მონების გადასარჩენად

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-11-19

მოწყალების დების საქმიანობის არეალი, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა გადასარჩენად თავს მეძავებად ასაღებენ, რათა ბორდელებში მოხვდნენ და მონებად გაყიდული ბავშვები გამოისყიდონ, 140 ქვეყნამდე ფართოვდება, განაცხადა ოთხშაბათს ჯგუფის თავმჯდომარემ.

ჯონ სტუძინსკიმ, საინვესტიციო ბანკირმა და ფილანტროპმა, რომელიც ჯგუფ “ტალითა კუმ“-ის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ქსელი 1 100 დას აერთიანებს და ამჟამად 80 ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ ტრეფიკინგთან და მონობასთან ბრძოლის მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით იზრდება.

2004 წელს დაარსებული ჯგუფის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის ერთი პროცენტი,  ანუ 73 მილიონი ადამიანი, რაიმე ფორმის ტრეფიკინგის მსხვერპლია. მათგან 70 პროცენტი ქალია, რომელთა ნახევარიც 16 წლის ან უფრო პატარაა.

„ეს პრობლემები სიღარიბით და უთანასწორობით არის გამოწვეული, მაგრამ ბევრად სცდება ამ ფარგლებს“, განაცხადა სტუძინსკიმ ქალთა უფლებებისა და ტრეფიკინგის კონფერენციაზე Trust Women Conference, რომელსაც ტომსონ როიტერსის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

ტრეფიკინგისა და მონობის შემთხვევებზე საუბრისას, სტუძინსკიმ მსხვერპლთა მიმართ მოპყრობის უმძიმესი მაგალითები მოიყვანა.
მისივე თქმით, მოწყალების დები ყველაფერზე მიდიან ქალების გადასარჩენად, ხშირად მეძავებად გადაცმულები გადიან ქუჩებში იმისთვის, რომ ბორდელებში მოხვდნენ.

„დები არავის არ ენდობიან, არ ენდობიან მთავრობას, არ ენდობიან კოპროპაციებს, არ ენდობიან ადგილობრივ პოლიციას. ზოგჯერ მამაკაც მღვდლებსაც კი ვერ ენდობიან,“ თქვა მან. „ისინი ბორდელებში მუშაობენ. არავინ იცის, რომ ისინი იქ არიან“.

დები აქტიურად ცდილობენ ბავშვების გადარჩენას მშობლების მიერ მონად გაყიდვისგან. ამ მიზნით, აფრიკაში, ფილიპინებზე, ბრაზილიასა და ინდოეთში თავშესაფრების ქსელი დააარსეს ასეთი ბავშვებისთვის. სტუძინსკი ამბობს, რომ ტალითა კუმის დები ამ ბავშვების გამოსასყიდად თანხებს აგროვებენ.

 

მოწყალების დების ქსელი მონობას მიწოდებათა ჯაჭვშიც ებრძვის. ამ მიზნით, ძალადობის ფაქტების გამოსავლენად, ადგილობრივებთან ერთად საათში 2 ცენტად მუშაობენ.

 

სტუძინსკის თქმით, ტალითა კუმის, რომლის სახელიც არამეულად ნიშნავს „გოგონავ, აღდექ“, ამჟამად კომპანიები ქირაობენ იმისათვის, რომ ნახონ რა ხდება მიწოდებათა ჯაჭვში და მათი საქმიანობის გაფართოება მსოფლიოს მასშტაბით ამ პრობლემასთან ბრძოლაში დაგვეხმარება.

წყარო 

ტეგები: ტრეფიკინგი მონობა მოწყალების დები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker