Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?

მირიან ბოქოლიშვილი
კატეგორია: ტრეფიკინგი 
2015-11-30

ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ხმები, რომ საქართველოდან გოგონები მიდიან ჩინეთში სამუშაოდ, კერძოდ მოდელებად, თუმცა ამ სფეროს წარმომადგენლებიც კი ვერ იხსენებენ რომელიმე ქართველს, ჩინეთში სამოდელო კარიერა აეწყო და რაიმე წარმატებისთვის მიეღწია, - იუწყება გაზეთი "პრაიმტაიმი" სტატიაში - "ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?" გამოცემა მკითხველს კოალიცია "საზოგადოებრივ ინიციატივასთან" ინტერვიუს სთავაზობს; აღნიშნული კოალიცია აცხადებს, რომ ამ საქმეზე მათ მოკვლევა აქვთ ჩატარებული.

 

ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა":

- ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართა ორმა გოგონამ. მათ არ სურდათ ვინაობის გამხელა, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ამით პრობლემები შეექმნათ, მათ შორის ოჯახის წევრებთან. დეტალურად გაგვიშიფრეს სქემა, როგორ მიჰყავთ ქართველი გოგონები ჩინეთში ვითომ სამოდელო კარიერის აწყობის მიზნით, რეალურად კი მონურ პირობებში ამყოფებენ და აიძულებენ, პროსტიტუციით დაკავდნენ. ყველაზე ვერ ვიტყვი, არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი სურვილით მიდის და თანხმობას აცხადებს ასეთ მუშაობაზე, თუმცა, როგორც გითხარით, საკმაოდ დიდი ნაწილი მოტყუებით ჩაჰყავთ.

 

"პრაიმ ტაიმი": ჩვენც ვცადეთ, ერთ-ერთ სააგენტოს დავკავშირებოდით, რომელიც გოგონებს ჩინეთში მოდელად დასაქმებას სთავაზობს, თუმცა მის კვალს ვერსად მივაგენით... იურიდიულად დარეგისტრირებულნი არიან ეს ორგანიზაციები?

 

ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა":  რა თქმა უნდა, არა. ეს ვითომ სააგენტოები იურიდიულად არ არსებობენ. არც საჯარო რეესტრში არიან რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, არც რაიმე გადასახადს იხდიან. უბრალოდ, დაირქვეს სამოდელო სააგენტო და ეწევიან საკმაოდ საეჭვო, დანაშაულებრივ საქმიანობას. ზოგ მათგანს "ფეისბუკის" გვერდზე მითითებული აქვს რაღაც მისამართი, თუმცა ადგილზე გადამოწმების შედეგად გაიკრვა, რომ აღნიშნულ მისამართზე არანაირი სამოდელო სააგენტო არ ფუნქციონირებს.

 

"პრაიმ ტაიმი": რა პირობით თანხმდებიან გოგონები ჩინეთში გამგზავრებას?
ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა": ეუბნებიან, რომ იქ აუწყობენ სამოდელო კარიერას, უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით, საკვებით და შესაბამისი სამსახურით. სთავაზობენ ან ფოტომოდელობას, ან ჩვენებებზე გამოსვლას. ასე რამდენიმე არასრულწლოვანიც წაიყვანეს. მე მქონდა საუბარი რუსთავში მცხოვრებ 17 წლის გოგონასთან, რომლის მიმართაც სექსუალური ძალადობა განხორციელდა, უფრო სწორად იყო მისი გაუპატიურების მცდელობა ნასვამი ჩინელი მამაკაცის მიერ.

 

"პრაიმ ტაიმი": და როგორ აღწერენ ეს გოგონები იქ არსებულ სიტუაციას? რა დახვდათ რეალურად?
ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა": რეალურად ასეთი სურათი ხვდებათ: სხედან რაღაც შენობაში, კერძოდ კლუბში. შედიან მამაკაცები, რომლებიც არჩევენ ამ გოგონებს, შეჰყავთ განცალკვებულ ოთახებში და ქართველ გოგონებს ევალებათ მათი გართობა. მოაქვთ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი სასმელი, რომელიც ბოლომდე უნდა დალიონ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ფიზიკურად უსწორდებიან. იქ შუამავალი გახლდათ ერთ-ერთი ქართველი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში არსებულ ე.წ. სამოდელო სააგენტოებთან. რამდენიმე გოგონამ მოახერხა თავის დაღწევა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დახმარებისთვის მოგვმართა.

 

"პრაიმ ტაიმი":  არასრულწლოვანი ახსენე და საინტერესოა, როგორ მოხდა მისი ქვეყნიდან გაყვანა?
ნიკოლოზ ჩომახაშვილი, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა": სავარაუდოდ, მშობლები დასთანხმდნენ იმ პირობებს, რომელსაც ე.წ. სააგენტო სათავაზობდათ, ანუ სამოდელო სფეროში კარიერის აწყობას და ყოველგვარ უზრუნველყოფას. რეალურად კი, მათ ჩამოართვეს პასპორტები, არ აძლევდნენ კომუნიკაციის საშუალებას. სხვათა შორის, მათ შორის, ვინც საკუთარი ნებით მიდის ასეთ სამუშაოზე, არიან ბიჭებიც, რომლებიც ფულის ნაცვლად მზად არიან სექსუალური მომსახურება გაუწიონ ქალბატონებს.

 

- სამართალდამცავებს თუ მიმართეს დაზარალებულებმა?
- მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფაქტია, რომ სახეზეა მრავალმხრივი დანაშაული. ერთი, რომ პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებენ ადამიანებს, მეორე ის, რომ ქვეყნიდან გაჰყავთ არასრულწლოვნები და რა ხდება იქ, კიდევ გამოსაკვლევია. როგორც იკვეთება, ეს არის საკმაოდ სერიოზული შავი ბიზნესი. იქ ამ გოგონების პროსტიტუციაში ჩართვით გამომუშავებული თანხის ნაწილი საქართველოში, გარკვეულ ანგარიშზე ირიცხება, რაც აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი. სავარაუდოდ, ეს თანხა ერიცხება იმ "სააგენტოს", რომელმაც უზრუნველყო მათი გამგზავრება. ასეთი რამდენიმე კომპანია მოქმედებს თბილისში. ჩვენი მიზანია, ასეთი ვითომ სამოდელო სააგენტოები, რომლებიც რეალურად ადამიანების ვაჭრობით არიან დაკავებულნი, აიკრძალოს და მათ მიმართ დაწესდეს სანქციები. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე ასეთი სააგენტოს უკან საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი სახეებიც იკვეთებიან.

 

მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი "პრაიმტაიმი"

წყარო 

ტეგები: საქართველო გოგონები ჩინეთი სამუშაო ტრეფიკინგი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker