Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სახელმწიფო, რეგიონებში მცხოვრებთ, ძუძუს კიბოს პრეპარატს 80%-ით დაუფინანსებს

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2016-02-04

პირველად საქართველოში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატით "ჰერცეპტინის"  რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულ კურსს 80%-ით დააფინანსებს,- ამის შესახებ "აიპრესს" ჯანდაცვის სამინისტრო განუცხადებს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, ისევე როგორც კიბოს რეგისტრის 2015 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 1300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება (მ.შ. 450-500 თბილისში რეგისტრაციის მქონე პირი). საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება ყველაზე აგრესიული - HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო, რომლის ადრეულ სტადიებზე (I-III სტადია) განკურნების საუკეთესო შანსს ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობის ერთწლიანი კურსი წარმოადგენს.

 

2016 წლიდან სამინისტრო იწყებს ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) უზრუნველყოფას;

 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ "პროგრამის მიზანია HER2-რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს მქონე საქართველოს მოქალაქე ქალბატონებისთვის (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისა), რომელთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ინოვაციური, ტარგეტული თერაპიის ჩატარება პროდუქტით, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა;

 

ბენეფიციართა უზრუნველყოფა განხორციელდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

 

ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დო--კუმენტის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
გ) მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა;

დ) სოციალურ კატეგორიას (სოციალურად დაუცველი, დევ-ნი--ლი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტ-ურებელი მო-წ--მ-ო-ბ-ის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ე) გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული დასკვნა HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე.

 

პროგრამის მხრიდან იფარება მედიკამენტის ღირებულების 80%, ხოლო პაციენტი თანაგადახდით 20%-ს გდაიხდის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ ბრიფინგს გამართავს.


წყარო 

ტეგები: საქართველო ძუძუს კიბო მკურნალობა ჯანდაცვა პროგრამა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker