გვარის გამგრძელებელი, ოჯახის სიამაყე და სიძლიერე საქართველოში არსებული ტრადიციების თანახმად ბიჭია. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში არსებობული რეალობაა და ამ თემაზე საუბარი აუცილებელია, რადგან მოსახლეობაში ქალების დეფიციტმა, შეიძლება, ტრეფიკინგისა და ქალების მიმართ ძალადობის გაზრდა გამოიწვიოს.
საქართველოში "გაუჩინარებული" გოგონების რაოდენობა 1990-2010 წლებში 25,000–ს შეადგენდა, მიმდინარე ტენდენციის გამო კი ეს რიცხვი 2020 წელს 40,000-მდე გაიზრდება.
ვიდეო "გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში" დამზადებულია UNFPA Georgia-ს მიერ.