Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პანკისის ხეობაში ქალთა სათემო ორგანიზაცია დაფუძნდა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2016-02-17

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ხელშეწყობით პანკისის ხეობაში ქალთა სათემო ორგანიზაცია დაფუძნდა. სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელად გამგეობის წევრებმა, 4 წლის ვადით, ლეილა აჭიშვილი აირჩიეს.

 

პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის მიზნებია ქალთა განათლება, გაძლიერება და ჩართულობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში; პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა; რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვა; დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრება; ქალთა საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

 

ამ მიზნების მისაღწევად სათემო ორგანიზაცია განახორციელებს საგანმანათლებლო-შემეცნებით და კვლევით საქმიანობას; ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას; ითანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; განახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ შეცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს.

 

უახლოეს პერიოდში ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებისთვის სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისში ბუღალტერთა მომზადების ორთვიანი კურსი დაიწყებს მუშაობას. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბუღალტრული აღრიცხვის თეორია და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებით; საგადასახადო დაბეგვრა; ORIS ბუღალტერია; აღნიშნული კურსის ღირებულება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 300–400 ლარია, თუმცა პანკისის ხეობის სათემო ორგანიზაციის წევრებისთვის სწავლება უფასო იქნება. ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრები სასწავლო ლიტერატურასაც უფასოდ მიიღებენ.


სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ხელშეწყობით, 2016 წლის მარტიდან, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია ჩეჩნური კულტურის პოპულარიზაციის პროექტს განახორციელებს. პროქტის მიზანი პანკისის ხეობაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში ხეობაში მოქმედი ანსამბლების, ქალების და ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით საქართველოს ხუთ ქალაქში ჩეჩნური კულტურის ფესტივალები გაიმართება.

 

ქალთა სათემო ორგანიზაცია პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებს ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაშიც.

 

პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ახმეტა, დუისი. ადმინისტრაციის ყოფილი შენობა, მე–2 სართული. ელ.ფოსტა:  womenpankisi@gmail.com


წყარო 

ტეგები: პანკისის ხეობა ქალთა სათემო ორგანიზაცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker