Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კონკურსი სტუდენტებისთვის: ახალგაზრდების თვალით დანახული ქალთა მდგომარეობა საქართველოში

კატეგორია: განცხადებები 
2016-03-02

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პაშა ბანკის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ მათი ხედვა ფოტო ნამუშევრების სახით.

 

გამარჯვებულები გამოვლინდებინ  სამ ნომინაციაში ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე. 

 

1. საუკეთესი ანალიტიკური სტატია (3 ადგილი)
2. საუკეთესო ბლოგი (3 ადგილი)
3. საუკეთესო ფოტო –სიუჟეტი (3 ადგილი)

 

თითოეულ კატეგორიაში I, II და III საპრიზო ადგილებს გამოავლენს ჟიური შესაბამისი კრიტერუმების საფუძველზე და გამარჯვებულებს  გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

 

შეფასების კრიტერიუმებია:

• თემასთან შესაბამისობა
• ნამუშევრის ანალიტიკური ხასიათი და ინფორმაციული ღირებულება
• ნამუშევარში არსებული მესიჯების სიცხადე და მკაფიო თხრობის უნარი
• შემოქმედებითი მიდგომა

 

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

• ავტორის სახელი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დასკანირებული ვერსია).
• CV

 

შენიშვნა:

 

• ანალიტიკური სტატია არ უნდა აღემატებოდეს 2000 სიტყვას. ფაქტობრივი მასალის და სტატისტიკის წარმოდგენის შემთხვევაში მითითებულ უნდა იყოს წყარო.
• ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას
• ფოტო–სიუჟეტი უნდა შეიცავდეს 5–10 ფოტოს (jpg-ფორმატში, 1500x3000 px ფარგლებში) შესაბამისი ტექსტური აღწერილობით

 

კონკურსში არ განიხილება ტექსტური თუ ფოტო მასალა, რომელიც:

 

• ამჟღავნებს მოქალაქის პირად მონაცემებს და არღვევს პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას;
• ფოტო ნამუშევრის შემთხვევაში: ფოტო გადაღებულია ფარულად და არ არის წყაროს (ადრესატი)  თანხმობა.

 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მარტი.

 

საკონკურსო ნამუშევარი უნდა უნდა გამოიგზავნო ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: office@ginsc.net

 

გამოგზავნილი მასალა უნდა იყოს შექმნილი აღნიშნული კონკურსისთვის. ქალთა საინფორმაციო ცენტრს აქვს უფლება, არაკომერციული მიზნით გამოიყენოს გამარჯვებული ნამუშევარი.


შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
ტელ: +995 32 295 29 34
ელ–ფოსტა: office@ginsc.net

 

წყარო: GIA

ტეგები: ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა საინფორმაციო ცენტრი პაშა ბანკი კონკურსი ახალგაზრდები ქალთა უფლებები გენდერული თანასწორობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker