Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თბილისში დევნილთა 132-მა ოჯახმა საცხოვრებელი ბინები მიიღო

კატეგორია: დევნილები 
2016-03-04

დევნილთა ოჯახებმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #7-ში საცხოვრებელი ბინები მიიღეს. მათ 132 ბინა სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები დევნილმა ოჯახებმა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღეს. 132 საცხოვრებელი ბინა სახელმწიფომ მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, შპს ლიტ ჯეო ინვესტისგან კონკურსის საფუძველზე შეიძინა.

 

"132 ოჯახი შესახლდა ახლად აშენებულ, ახლად გარემონტებულ ბინებში. ეს არის ძალიან დიდი სიხარული ამ ხალხისთვის და ჩვენთვის. მთლიანად 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ 11 ათას ოჯახზე მეტს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლი" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ბინების გადაცემის პროცესში ადგილზე იყო მისული.

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2016 წელს დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა.


წყარო 

ტეგები: დევნილები თბილისი ეკონომიკის სამინისტრო საცხოვრებელი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker