Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გაათავისუფლეს

კატეგორია: დევნილები 
2016-03-11

ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გაათავისუფლეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე.

მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა.

პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.

ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული პირები არიან: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძე ტურაშვილი.

სანაცვლოდ, კი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიღწეული შეთანხმებით, აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა: ჯღარკავა ომარი, ოყუჯავა ჯემიკო, რურუა მალხაზ, თორაძე ზურაბ, ხუხუა შალვა, ცაგურია ელდარი, შონია მანუჩარ, შედანია ასეევა დიანა და გერლიანი; ხოლო, ოსურმა მხარემ გაათავისუფლა: მიდელაშვილი ჯემალ, ილურიძე გელა, გრიგალაშვილი თეიმურაზ, ფუხაევი იგორ და მიხეილ ქრისტესიაშვილი.
 


წყარო 

ტეგები: სამშვიდობო პროცესი უკანონო პატიმრობა აფხაზეთი სამხრეთ ოსეთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker