კატეგორია: განცხადებები 2016-04-04
06. 04. 2016. 15:30 საათი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბიბლიოთეკა, მე-2 სართული
6 აპრილს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქალთა საინფორმაციო ცენტრი წარმოგიდგენთ ლიტერატურული პრემია ,,საბა''-ს ორგზის მფლობელის, მთარგმნელისა და მწერლის ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექციას "ტრადიციები და სტერეოტიპები".
ლექცია ტარდება პროექტის "გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
პროექტის "გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" შესახებ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით "გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია და მისი მიზანია, მოხდეს სახელმწიფოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, გაეროს #1325 რეზოლუციის იმპლიმენტაციის პროცესის, ასევე სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის მონიტორინგი, ამაღლდეს ცნობიერება ქალთა როლის შესახებ კონფლიქტის პრევენციის პროცესში, ასევე, გაიზარდოს კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების წვდომა განათლებაზე და მოხდეს მათი კონომიკური გაძლიერება. გარდა ამისა, პროექტის ერთერთ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას, მათი გადამზადებისა და შემდგომ გაძლიერებას.
|