Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ესტუმრა

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2016-04-15

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ესტუმრა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობისათვის“ მიმდინარეობას გაეცნო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, უკვე მეორე წელია ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჯავახეთში მცხოვრები მოსწავლე - ახალგაზრდობის ზოგადი განათლებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კულტურულ განვითარებასა და ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობას.

 

პრეზიდენტის მრჩეველი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორს და პროექტში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა.

 

„პროექტი შედეგიანი აღმოჩნდა რეგიონის ახალგაზრდებისათვის. ტარდება ლექციები, სემინარები, ექსკურსიები, ახალგაზრდები ემზადებიან მისაღები გამოცდებისთვის.

 


ვისაუბრეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, იმისათვის რომ ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები სასწავლებლად არ წავიდნენ სხვა ქვეყანაში და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

 


პროექტის შარშანდელი მონაწილეების 70%-მა სწავლა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გააგრძელა“, - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

 

 

წყარო 

ტეგები: ეთნიკური უმცირესობები პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთი უნივერსიტეტი ახალგაზრდობა პროექტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker