ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელ ხიდებს კეტავს.
გამაფრთხილებელი ინფორმაცია 6 არსებული გადასასვლელიდან მხოლოდ 2-ის დატოვების შესახებ საოკუპაციო რეჟიმმა ჯერ კიდევ მარტში გაავრცელა.
თაგილონში სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდის დემონტაჟი უკვე განახორციელდა. პროცესს ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
ეს ხიდი, თაგილონის გავლით, მოსახლეობას გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებთან აკავშირებდა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ, შესაძლოა, გარკვეული ვადით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის ენგურის ხიდიც დაიხუროს, რის გამოც მოსახლეობას მიმოსვლა გალის რაიონის მაღალი ზონის სოფელ საბერიოდან მოუწევს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანთან დაკავშირება. ეს მარშრუტი მანძილს ათეულობით კილომეტრით აგრძელებს.