Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აწყობს სამშვიდობო აქციას გამყოფ ხაზთან

კატეგორია: განცხადებები 
2016-05-03

3 მაისი. 13:00 საათი. შიდა ქართლი. სოფელი ხურვალეთი. გამყოფი ხაზი –
ქალთა საინფორმაციო ცენტრი სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით აწყობს სამშვიდობო აქციას გამყოფ ხაზთან სოფელ ხურვალეთში. აქციის მიზანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აღდგომის დღესასწაულის მილოცვა.

 

აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, წლიდან წლამდე, ერგნეთში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში განიხილება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ახლობლების საფლავების მონახულების შესაძლებლობა. თუმცა, დღემდე ეს საკითხი გადაუჭრელი რჩება და მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავაც მოკლებულია ამ უფლებას.

 

სამშვიდობო აქციით გინდა მოვუწოდოთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მონაწილე მხარეებს, რომ ამ დღესასწაულზე დაივიწყონ კონფლიქტი და მისცენ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. 
 

***

 

სამშვიდობო აქცია ტარდება პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.

 

პროექტის მიზანია სახელმწიფოს ეროვნული სამოქმედო გეგმისა და გაეროს #1325 რეზოლუციის იმპლიმენტაციის პროცესის, ასევე სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის მონიტორინგი;  ქალთა როლის შესახებ კონფლიქტის პრევენციის პროცესში ცნობიერების ამაღლება; კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა განათლებაზე და მათი ეკონომიკური გაძლიერება.

 

წყარო: GIA

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker