Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე

კატეგორია: განცხადებები 
2016-05-16

ქალთა საინფორმაციო ცენტრი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მართავს კონფერენციას "ახალგაზრდების როლი გენდერულ თანასწორობაში".

კონფერენციის მიზანია სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებზე და ქალის როლზე კონფლიქტის პრევენციაში.

 

კონფერენცია ტარდება პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში.

 

კონფერენცია გაიმართება მიმდინარე წლის 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 307 აუდიტორიაში.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

 

გათვალისწინებულია ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი ხელშეწყობა. საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები დაჯილდოვდება 2016 წლის შემოდგომაზე.

 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი.

 

საკონფერენციო ნაშრომები  და CV უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტით: office@ginsc.net

 

საკონფერენციო ნაშრომისათვის წაყენებული მოთხოვნები:

 

საკონფერენციო ნაშრომის შინაარსი უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას "ახალგაზრდების როლი გენდერულ თანასწორობაში".
თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის შერჩევის თავისუფლება ენიჭება(თ) ნაშრომის ავტორს (ავტორებს).


საკონფერენციო ნაშრომის სტრუქტურა:

• საკონფერენციო ნაშრომს უნდა ახლდეს თავფურცელი და ბიბლიოგრაფია;

• უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამეცნიერო თვალსაზრისით (სქოლიო, შენიშვნები და ა.შ.);

• ნაშრომი უნდა შედგებოდეს შესავლის, ძირითადი და დასკვნითი ნაწილებისაგან.

 

ბიბლიოგრაფიაში წარმოდგენილი უნდა იყოს სტუდენტის (სტუდენტების) მიერ ნაშრომში გამოყენებული მასალის სრული ჩამონათვალი (წიგნები, სტატიები, ინტერნეტ–რესურსები, ლექსიკონები და სხვ.).

 

საკონფერენციო ნაშრომის ტექნიკური პარამეტრები:

 

1. ნაშრომის მთლიანი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
(აღნიშნულში არ ითვლება თავფურცელი და ბიბლიოგრაფია).

2. ნაშრომი დაბეჭდილი უნდა იყოს sylfaen–ით (ქართულ ენაზე შესრულების
შემთხვევაში), ან Times New Roman-ით (რუსულ და ინგლისურ ენებზე
შესრულების შემთხვევაში).

3. თავფურცლის შრიფტი უნდა იყოს 16, თემის და გამოყენებული
ლიტერატურის შრიფტი უნდა იყოს 12 (სქოლიო – 10), ხოლო ხაზებს შორის დაშორება – 1.5

 

წყარო: GIA

ტეგები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფერენცია გენდერი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker