Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქება კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში

კატეგორია: განცხადებები 
2016-05-27

29 მაისი - 1ივნისი, კახეთი, სასტუმრო "ყვარლის ედემი". ქალთა საინფორმაციო ცენტრი ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლების, კერძოდ, პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისათვის, მართავს ტრენინგს „გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქება კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში“.

 

ტრენინგის მიზანია, ტრადიციული და ახალი მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხების, კონფლიქტური და პოსტ-კონფლიქტური სიტუაციების გაშუქებისა და ადგილობრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის უშუალო მონაწილეებთან ჯანსაღი დისკუსიის უზრუნველყოფა იმ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რაც გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.

 

ტრენინგი ტარდება პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში.

 

პროექტის "გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის"შესახებ

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს "გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.

 

პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია და მისი მიზანია, მოხდეს სახელმწიფოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, გაეროს #1325 რეზოლუციის იმპლიმენტაციის პროცესის, ასევე სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის მონიტორინგი, ამაღლდეს ცნობიერება ქალთა როლის შესახებ კონფლიქტის პრევენციის პროცესში, ასევე, გაიზარდოს კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალების წვდომა განათლებაზე და მოხდეს მათი კონომიკური გაძლიერება.

 

პროექტის ერთერთ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება, მათი გადამზადებისა და შემდგომი გაძლიერების გზით.

 

წყარო: GIA

ტეგები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker