Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრენინგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კატეგორია: განცხადებები 
2016-07-08

26-30 ივლისს ა(ა)იპ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ატარებს სამდღიან ტრენინგს „გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქება კონფლიქტურ და პოსტ–კონფლიქტურ სიტუაციებში“.
 

ტრენინგის მიზანია, სტუდენტი ჟურნალისტებისა და ოპერატორების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის,  კონფლიქტის პრევენციისა და პოსტ–კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების თემაზე.

 

ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელსაც გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები.

 

თეორიული სწავლების დროს, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კონფლიქტურ და პოსტ–კონფლიქტურ სიტუაციებში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქების პრინციპებს. პრაქტიკული სწავლება მოიცავს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ საველე გასვლებსა და მოკლემატრაჟიანი ფილმების/რეპორტაჟების გადაღება/მომზადებას. ტრენინგის მონაწილეები უზრნველყოფილი იქნებიან პრაქტიკული სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით.

 

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა და საოპერატორო კურსის სტუდენტებს თბილისიდან და რეგიონებიდან.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

 

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: office@ginsc.net

 

გთხოვთ, სამოტივაციო წერილში მოგვიყვეთ თქვენი ტექნიკური უნარ-ჩვევების შესახებ და გაგვიზიაროთ სცენარის წერის და/ან კამერასთან მუშაობის გამოცდილება.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 20 ივლისი. 18:00 საათი.

 

ტრენინგი ტარდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.

 

წყარო: GIA

ტეგები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი ტრენინგი სტუდენტები ჟურნალისტები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker