Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება გაგრძელდება

კატეგორია: დევნილები 
2016-12-16

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება გაგრძელდება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

 

კერძოდ, 2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 800 სტუდენტს დააფინანსებს.

 

სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 4 ნოემბრის სხდომაზე განიხილა.

”გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განათლების სამინისტროს ამ დახმარებით 800-მდე სტუდენტი სარგებლობს, ეს დახმარება წელსაც გაგრძელდება, რაც ვფიქრობთ, მათი ოჯახებისთვის ხელშესახები შეღავათია. დროებითი სამთავრობო კომისია და კომისიაში ჩართული სახელმწიფო უწყებები კვლავაც გააგრძელებენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად ეფექტურ რეაგირებას“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

 


 

წყარო 

ტეგები: გამყოფი ხაზი სტუდენტები დაფინანსება განათლება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker