Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გზას კეტავს

ნათია გოგსაძე, გიგლა თუმანიშვილი.
კატეგორია: დევნილები 
2017-01-27

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გზას კეტავს. ხვალიდან გალიდან ზუგდიდისკენ გადაადგილება გამკაცრდება და ამოქმედდება საჯარიმო სანქციებიც.

 

ხვალიდან ზუგდიდიდან გალისკენ არა მხოლოდ გადაადგილება გამკაცრდება, არამედ საჯარიმო სანქციებიც დაემატება. ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტიც ამოქმედდება. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა პრობლემებს შეუქმნით სკოლის მოსწავლეებსაც, მათ სასწავლო დაწესებულებებში მისასვლელად შემოვლითი გზებით ათობით კილომეტრის გავლა მოუწევთ.

 

ამ ვითარების უკეთესად გასაცნობად ზუგდიდში დღეს ამერიკის ელჩი ჩავიდა და საოკუპაციო ზოლთან შექმნილი მდგომარეობა შეისწავლა.  მოწოდება დღესვე გაავრცელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტიც იმ ურთულეს ჰუმანიტარულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

ქართული მხარე აპირებს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდოს. ოპოზიციას კი ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებულად მიაჩნია და მმართველ გუნდს მოუწოდებს პარტნიორები და მოკავშირეები დროულად ჩააყენოს საქმის კურსში.

 

გალის რაიონის მოსახლეობამ მიმართვა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსაც გაუგზავნა. ისინი გამშვებ პუნქტებზე აქამდე არსებულ 500 რუბლიან გადასახადს, სკოლებში ქართული ენის აკრძალვას აპროტესტებენ და ნორმალურ საცხოვრებელი პირობებსა და გზების აღდგენას ითხოვენ.

 

 


 

წყარო 

ტეგები: აფხაზეთი გალი გადაადგილება სანქციები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker