Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოში სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის მხოლოდ 17 ქალია

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2017-03-16

გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ -იორკში, ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 61-ე სესია გრძელდება. სესიაზე წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული რუკა "ქალები პოლიტიკაში: 2017", რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რა პროპორციით არიან წარმოდგენილი ქალები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოჩნდა, რომ  სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირებს  შორის მხოლოდ 17 ქალია. ქალ პარლამენტარების საშუალო მაჩვენებელი კი მსოფლიოში - 23 პროცენტია, მინისტრების - 18 პროცენტი.

 

ინტერაქტიული რუკა მომზადდა საპარლამენტთაშორისო კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ. გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ გასულ წელთან შედარებით, სახელმწიფო  მეთაურების რაოდენობა 19 ქალიდან 17-მდე შემცირდა. ათი წლის წინ ქალი ლიდერების რაოდენობა სახელმწიფო მეთაურებს შორის მხოლოდ 8 იყო.

 

რაც შეეხება ქალ პარლამენტარებს, მსოფლიოში მათი წილი 23 პროცენტს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, სულ 732 ქალი მინისტრია, რაც 2-თ მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. ყველაზე დიდი რაოდენობა ქალი მინისტრების არის ბულგარეთში, საფრანგეთში, შვედეთში და კანადაში.

 

სკანდინავიის ქვეყნებმა განიცადა უდიდესი რეგრესი ამ კუთხით. ქალი მინისტრების რაოდენობა 6 % დაეცა.

 

ფინეთში, სადაც ყველაზე მეტი ქალი მინისტრები იყო 2015 წელს, ეს მაჩვენებელი მკვეთრათ დაეცა 63% დან 39%-მდე.

 

არაბულ ქვეყნებში, ყველაზე დიდი პროგრესი ტუნისშია, სადაც ქალ პარლამენტართა რაოდენობა  11- დან 23 პროცენტამდე ავიდა.


ცნობისათვის, საქარტველოს პარლამენტში 15,3 % ქალი დეპუტატია.

წყარო 

ტეგები: ქალი პოლიტიკა საპარლამენტთაშორისო კავშირი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker