Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2017-04-21

21 აპრილს, სასტუმრო „ამბასადორ თბილისში“,   ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა „ქალთა საინფორმაციო ცენტრმაც“ მიიღო.

 

ღონისძიება გახსნა UN Women-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ მინისტრის მოადგილე, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, UN WOmen-ის ექსპერტები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

 

სამუშაო ჯგუფი  გაეცნო ქალთა გაძიერებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით სახელმწიფოს მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემუშავებულ მექანიზმებს და საუბარი შეეხო ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ქართული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

 

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის მანდატი, გამოცდილება და რესურსები და ის 2017 წელს შეიქმნა. ჯგუფის მიზანია მთავრობის სააგენტოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის გენდერულ საკითხებზე  მუშაობის კორდინაცია და ამ თემების ადვოკატირება.

ტეგები: Task force, WIC

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker