Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ!

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2017-07-10

თბილისში ”ევროპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელზეც 600 დელეგატი შეიკრიბა.

 

 

ყრილობაზე შეკრებილებს სიტყვით მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ მიმართა.

 

 

"ჩემი ბრძოლა მერობისთვის მინდა იყოს იმის მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ,"- ამ სიტყვებით "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე შეკრებილ ქალებს მიმართა.


ელენე ხოშტარიამ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც თანამედროვე საქართველოში ქალები დგანან. ასევე, ისაუბრა ოჯახში გახშირებულ ძალადობაზე ქალების მიმართ და სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობაზე.

 


 

 

 

"ჩვენს ქვეყანაში ქალები უმრავლესობა ვართ, მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ, დღეს ჩვენი ხმა საკმარისად არ ისმის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს ჩვენი ხმა საკმარისად არ ისმის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ, დროა, რომ ავიღოთ ინიციატივა ჩვენს თავზე. ავიღოთ ინიციატივა და ყველა გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციოთ. ავიღოთ ინიციატივა და უპერსპექტივობა პერსპექტივად ვაქციოთ. ავიღოთ ინიციატივა და უიმედობა ვაქციოთ იმედად.

ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია შანსი, რომ მაღალ არჩევით თანამდებობებზე აგვერჩია ქალი და მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბრძოლა მერობისთვის მინდა იყოს იმის მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ. არ არსებობს სირთულე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ. არ არსებობს საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ დავიპყრობთ.

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სტერეოტიპების მსხვრევის და ღიად ვთქვათ, დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ეს სტერეოტიპები. სტერეოტიპები, რომელიც გვიზღუდავს ჩვენს თავისუფალ ნებას. სტერეოტიპები, რომლებსაც თავს გვახვევენ, რომლებიც გვისაზღვრავს საზოგადოებაში ჩვენს ადგილს, გვეუბნება, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. მთავარი არის თავისუფალი ნება, რომელიც უნდა გვამოძრავებდეს ჩვენ. ამიტომ, მე, როგორც 4 შვილის დედა, პირდაპირ გეუბნებით, რომ სტერეოტიპია, რომ არ შეიძლება იყო მზრუნველი დედა და იყო საზოგადოებრივად აქტიური ქალი. პირიქით. დღეს ჩვენს შვილებს სჭირდება მომავალი, უსაფრთხო მომავალი, პერსპექტივა, თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება"– განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

 

ყრილობაზე ქალთა ორგანიზაციის  თავჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს.

 

ასევე ყრილობაზე  „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ  ზუგდიდში მერობის კანდიდატად პარლამენტის წევრი ლელა ქებურია დაასახელა.

 

”ამაყი ვარ მივიღო გამოწვევა და ვიყარო კენჭი ზუგდიდის მერის თანამდებობაზე. ვიქნები ამაყი, რომ წარმოვადგენ საქართველოს ქალებს და წარმოვადგენ „ევროპული საქართველოს“ ქალებს”, - განაცხადა ლელა ქებურიამ სადამფუძნებლო ყრილობაზე.

 

 

 

 

 

ტეგები: ელენე ხოშტარია ქალთა ორგანიზაცია ევროპული საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker