კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2017-09-15
რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატებად 6 კაცი და 4 ქალი დაასახელა.
სიაში შეყვანილი ქალები არიან: ხათუნა სამნიძე, თამარ კოძაია, ნინო
ბოლქვაძე და თინა გელეყვა.
პარტიას მერობის კანდიდატი თბილისში არ ჰყავს და არც
რომელიმე სხვა კანდიდატის მიმართ აფიქსირებს მხარდაჭერას.
ქართულ პოლიტიკაში პირველად, თვითმმართველობის
არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ასარჩევად რესპუბლიკელებთან ერთად
ღიად ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე იბრძოლებს. სიის პირველი ხუთეული პარტიამ
6 სექტემბერს დაასახელა, დღეს კი მეორე ხუთეულის წარდგენა მოხდა.
|