Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

3 წლის გოგონა ნეპალში ახალ ცოცხალ ღვთაებად აირჩიეს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-09-29

ნეპალში 3 წლის გოგონა ცოცხალ ღვთაებად აირჩიეს. ჰიმალაებში დაბადებული ბავშვი ორი რელიგიის წარმომადგენლებმა - ბუდისტმა და ინდუისტმა ბერებმა ერთობლივად გამოარჩიეს საკუთარ ღვთაებად. ის გარდატეხის ასაკამდე ატარებს ეგრეთ წოდებული ‘კუმარის’ სტატუსს და მასზე ერთდროულად ბუდისტები და ინდუისტები ილოცებენ.

 

 

3 წლის ტრიშნა შაკია კატმანდუს მთავარ ტაძარში დასაინის 2 კვირიანი ფესტივალის მერვე დღეს საზეიმოდ გადაიყვანეს. ამგვარად მან წინამორბედი კუმარი ჩაანაცვლა, რომელიც უკვე გარდატეხის ასაკში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ კუმარის სტატუსის მოსაპოვებლად მასთან ერთად კიდევ 4 ბავშვი იბრძოდა.

 

 

 

 

 

ნეპალში სჯერათ, რომ კუმარიში ერთდროულად სახლდებიან ინდუისტი და ბუდისტი ქალღმერთები და მის სხეულში მანამდე დარჩებიან, სანამ გოგონას პირველი მენსტრუაცია დაეწყება. 

 

 

ახალი ღვთაების ასარჩევად კი 30მდე კრიტერიუმი არსებობს: კუმარი აუცილებლად უნდა იყოს ნევარების კასტიდან, განსაკუთრებული გარეგნობის გოგონა, რომელსაც სარძევე კბილები უკვე მოცვლილი აქვს. გარდა ამისა ბავშვებს უწყობენ სიმამაცის გამოცდებსაც, რომელთა შორისაც ერთ-ერთი, ღამით ბნელ ოთახში მარტო დარჩენასაც გულისხმობს, სადაც ბავშვებს დემონის ნიღბებით აშინებენ.
 

 

გარდატეხის ასაკის დაწყებისთანავე იწყება ახალი კუმარის ძიება. მას მერე, რაც გოგონა საიდუმლო გასასვლელით სამუდამოდ დატოვებს ტაძარს და ადგილს სხვა კუმარის დაუთმობს, ის ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება. მათ განსაკუთრებით უჭირთ ამ ყველაფრის შემდეგ სოციალიზაცია. გარდა ამისა ყოფილი კუმარი ვერასოდეს შექმნის ოჯახს, რადგან ნეპალში სჯერათ, რომ მათი ცოლად მოყვანა უბედურების მომტანია კაცებისთვის.

 

 

 

 

 

მთავარი, კატმანდუს კუმარების გარდა არიან რეგიონული კუმარებიც. ერთ-ერთი ასეთია დანა ბაჯრაჩარია, რომელიც ყველაზე ხანგრძლივ კუმარად ითვლება. ის 62 წლისაა და მენსტრუაცია არასდროს ჰქონია. ამიტომ სტატუსს სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს.

 

 

კუმარების ტრადიციას ფოტოებზე ასახავდა National Geographic-ის ფოტოგრაფი სტეფანი სინკლერი, რომელმაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით საკუთარ შთაბეჭრილებებზე  ისაუბრა.

 

 

 

 

 

ტეგები: ნეპალი კუმარი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker