Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტოპ მოდელები გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-10-02

The Lady Garden - ასე ეწოდება ბრიტანულ ფონდს გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცნობიერების ამაღლების მიზნით გახმაურებულ სოციალურ კამპანიებს აწარმოებს. მასში მონაწილეობისთვის კი მომღერლებს, მსახიობებსა და ცნობილ მოდელებს იწვევს. გინეკოლოგიური კიბოს პრევენციისთვის 2017 წლის კამპანია კი მოდელებმა ნაომი ქემბელმა და კარა დელევინმა გადაიბარეს.

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სადა თეთრი მაისურები, ექსკლუზიური პრინტებით და მთავარი შტრიხი - ყვავილი The Lady Garden-იდან, ის ძირითადი ნიშანია, რაც კამპანიისთვის შექმნილ ფოტო სერია გამოირჩევა. მაისურების პრეზენტაციას კი მსოფლიო ვარსკვლავები ახდნენე, რომელიც შემდეგ ონლაინ იყიდება.

 

 

იმის გამო, რომ ქალების არასათანადოდ ინფორმირებულობა არ გახდეს გინეკოლოგიური კიბოს დაგვიანებული მკურნალობის მიზეზი, საინფორმაციო კამპანია გასულ წელს მომღერალმა ბრიტნი სპირსმა, ჟურნალ ვოგის ბლოგერმა ალექსა ჩანგმა და ჰოლივუდის მსახიობმა მარგო რუბიმ აწარმოეს. მათ მიერ რეკლამირებული მაისურების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადაირიცხა.

 

 

 

 

წლევანდელ ფოტოსესიაში კი ბრიტანელი ტოპ მოდელები ჩაებნენ. ნაომი ქემბელი აცხადებს, რომ მისთვის კამპანიაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დედამისსაც ჰქონდა ძუძუს კიბოს დიაგნოზი, თუმცა მისი დამარცხება მოახერხა.

 

 

ყველა მაისური, რომლებიც კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, 5 ოქტომბრიდან ონლაინ მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი. შემოსული თანხა კი გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ბრიტანულ ფონდს გადაერიცხება.

ტეგები: მოდელები გინეკოლოგიური კიბო The Lady Garden

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker