Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საუდის არაბეთში, პირველად ქალებს სტადიონზე წასვლის ნება დართეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-10-30

საუდის არაბეთის განცხადებით, წინამდებარე წლიდან, უფლება მიეცემათ ქალებს, შევიდნენ სამი დიდი ქალაქის სტადიონებში.

 

სპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, 2018 წლიდან ქალებს მიეცემათ უფლება დაესწრნენ ქალაქ რიადის, ჯიდდეს და დამმამის სტადიონებზე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებს.

 

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Saudi Press Agency-ის ინფორმაციით, ხდება ამ სამი სტადიონის მომზადება იმისთვის, რომ ოჯახებმა სრული შემადგენლობით შეძლონ სპორტულ თამაშებზე დასწრება.

 

 

აქამდე ქვეყნის სტადიონებში მხოლოდ კაცებს შეეძლოთ შესვლა.


გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საერთაშორისო არენაზე იმიჯის გაუმჯობესებისა და საუდის არაბეთში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიიღო.

 

გეგმის ფარგლებში, ხელისუფლება ასევე სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას შეეცდება.

 

გეგმა ეროვნული პროგრამა Vision 2030- ის ნაწილია. იგი ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს.

ტეგები: სტადიონი ქალები საუდის არაბეთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker