Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში 1990-2015 წლებში 31446 გოგონა არ დაიბადა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-11-16

თბილისში, მიმდინარეობს კონფერენცია: „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“.

 

აღნიშნული კონფერენცია მოეწყო 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სიღრმისეული ანალიზის მიგნებების წარსადგენად.

 

კონფერენციის მთავარი თემებია: 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემთა ანალიზი გენდერულ ჭრილში; დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიკა საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა.

 

 

კვლევა დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიკის შესახებ საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებული მეორე კვლევაა, რომელიც 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეფუძნება.

 

ანალიზმა აჩვენა, რომ 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.

 

1990-2015 წლებში, ვაჟის ყოლის სურვილის გამო კი, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭი, 27 682 გოგონაა, თუმცა, შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი 59 249-ს.

 

ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში დედობის ასაკი გაიზარდა. 2016 წელს,  25 წლიდან 29 წლამდე ასაკში უფრო მეტმა ქალმა გააჩინა შვილი, ვიდრე 20-24 წლამდე ასაკში. იზრდება ასევე 30-34 წლების ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა.

 

საყოველთაო აღწერის გაანალიზებამ აჩვენა, რომ საქართველოში განათლებას უფრო მეტი ქალი იღებს, თუმცა დასაქმებისას უპირატესობა კაცებს ენიჭებათ. ქალებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ჰქონდეთ თავიანთი, დამოუკიდებელი შემოსავალი, რაც დაკარგულ პოტენციალს ნიშნავს. ძალიან ბევრი განათლებული ქალი არის ეკონომიკურად არააქტიური და თუ აქტიურია, მას დასაქმების შესაძლებლობა არ აქვს, ხოლო თუ დასაქმებულია მას გაცილებით ნაკლები შენოსავალი აქვს.

 

აღწერის ანალიზისას გამოიკვეთა - მოსახლეობის 58% ფიქრობს, რომ ცუდ ქორწინებაში ყოფნა მარტოხელობას სჯობს. ხოლო, ქალების და მამაკაცების 70% თანხმდება იმაზე, რომ ქორწინებაში მყოფი ქალი უფრო ბედნიერია, ვიდრე მარტოხელა.

 

მოსახლეობის 92%-მა განაცხადა, რომ ქალის ძირითადი ფუნქცია ოჯახის მოვლაა. ასევე მამაკაცების 62% ფიქრობს, რომ ოჯახში გადაწყვეტილებებს კაცი უნდა იღებდეს. აღწერის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ საქართველოში მოსახლეობის 43% სამი თაობისგან შემდგარ ოჯახში ცხოვრობს. საქალაქო დასახლებაში მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცები უფრო ხშირად ცხოვრობენ მარტო, ვიდრე სასოფლო დასახლებაში მცხოვრები კაცები.

 

2016 წელს (25 101) 4056 ნაკლები ქორწინება დაფიქსირდა, ვიდრე 2015 წელს (29 157 ).

რაც შეეხება განქორწინებას,  2016 წელს განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, აქედან 6 565 საქალაქო დასახლებაში 6 565 (68.8%), ხოლო 2 974 (31,2%) სასოფლო დასახლებაში.

 

კონფერენცია „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“ იმართება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker