კატეგორია: გენდერი კავკასიაში 2017-11-24
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღეა.
„ჩვენ წინაშე არიან ქალები, რომლებმაც შეძლეს და ქვეყნის ისტორია უკეთესობისკენ შეცვალეს“ – საქართველოს ბანკი 25 ნოემბრის - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვიდეო რგოლს ავრცელებს.
საქართველოს ბანკის ახალი ვიდეორგოლი საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალების რიცხვის ზრდას ეხმაურება. ვიდეორგოლით ბანკი ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის მიმართ დამოკიდებულებას, აფასებს ქალთა როლს ქვეყნის განვითარების საკითხში და აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლების 67% ქალია.
|