Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეხუთე დაჯილდოება

კატეგორია: განცხადებები 
2017-11-27

2017 წლის 29 ნოემბერს, 19:00 საათზე, გარდენ ჰოლში (ილიას ბაღი, აღმაშენებლის ქ. 73) გაიმართება რიგით მეხუთე კატო მიქელაძის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებაზე კატო მიქელაძის სახელობის პრემიის 15 ნომინანტი მოკლედ ისაუბრებს საკუთარი საქმიანობის და მათ რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ. 2016 წლის გამარჯვებული ეკატერინე სხილაძე კი პრემიის ახალ მფლობელს დაასახელებს.

 

გასულ წელს ეკატერინე სხილაძემ პრემიის თანხა ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სამკითხველოს გახსნას მოახმარა, რომლის მოწყობაც თითქმის დასრულებულია და ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ ნახონ სოფელ თივის საჯარო სკოლაში გახსნილი ბიბლიოთეკის პირველი ფოტოები.

 

 

პრემიის დაწესებიდან მეხუთე წელს, ქალთა ფონდმა საქართველოში გადაწყვიტა დაჯილდოების ფორმატი მცირედით  შეცვალოს და განიხილოს მხოლოდ ის აქტივისტები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და საქმიანობენ. ამ გზით ფონდი მათი საქმიანობის უფრო მეტად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და ჰოლანდიური ფონდი „Mama Cash”-ი.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker