ქუთაისის მერმა მოადგილეების დანიშვნა დაიწყო. როგორც ცნობილია, გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთ მოადგილედ ნინო თვალთვაძე დაინიშნა. თვალთვაძე, რომელიც პროფესიით იურისტია, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. ის იყო "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი. თვალთვაძე ასევე ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს".
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის მერი ახალი ვიცე-მერების წარდგენას მიმდინარე კვირის ბოლოს გეგმავს.