Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2017

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-11-29

თბილისში გაიმართა რიგით მეხუთე კატო მიქელაძის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი.

 

2017 წელს პრემიის ლაურეატი გახდა ორაგანიზაცია "ქალები რეგიონის განვითარებისათვის" დამფუძნებელი, ქეთევან ხიდაშელი.

 

2008 წელს ქეთევან ხიდაშელმა სოფელ დვაბზუში შექმნა საინიციატივო ჯგუფი „დვაბზუს ქალთა ცენტრი“, ხოლო 2010 წლიდან დააფუძნა ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“.

ქეთევანი აქტიურად ცდილობს ადგილობრივ თვითმმართველობაში დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და მიაწვდინოს მათ ქალების ხმა. სხვადასხვა გზით ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.

 

წელს პრემიაზე 15 ნომინანტი იყო წარდგენილი. ქალთა ფონდმა საქართველოში გადაწყვიტა დაჯილდოების ფორმატი მცირედით  შეეცვალა და მხოლოდ ის აქტივისტები განიხილა, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და საქმიანობენ. ამ გზით ფონდი მათი საქმიანობის უფრო მეტად წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

 

 

2016 წელს პრემიის ლაურეატი გახდა სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე. მან პრემიის თანხა ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სამკითხველოს გახსნას მოახმარა, რომლის მოწყობაც თითქმის დასრულებულია და ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ენახა სოფელ თივის საჯარო სკოლაში გახსნილი ბიბლიოთეკის პირველი ფოტოები.

 

კატო მიქელაძის სახელობის პრემია ქალთა ფონდმა საქართველოში 2013 წელს დააწესა და  ყოველწლიურად,  29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

 

 

ტეგები: კატო მიქელაძის სახელობის პრემია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker